უკრაინელებმა სამხრეთით მოწინააღმდეგის 60-მდე ჯარისკაცი და საბრძოლო მასალების საცავები გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საბორნე გადასასვლელს და რუსების იარაღის კონცენტრაციის რამდენიმე ტერიტორიას დაარტყეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.

ჩვენმა ავიაციამ ექვსი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 265 ზუსტი დარტყმა მიაყენეს ტერიტორიებს, სადაც კონცენტრირებული იყო იარაღი და აღჭურვილობა და ასევე პონტონურ გადასასვლელებს ნოვაია კახოვკას რაიონში.

“საბრძოლო დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის დანაკარგი არის : 59 რაშისტი, 3 ერთეული „ურაგანის“ მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები, 2 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „პიონი“, თვითმავალი ჰაუბიცა Msta-S, 3 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. ასევე განადგურდა Т-72 ტიპის ტანკი, 6 ერთეული ჯავშანმანქანა, საბრძოლო მასალის 2 საცავი ბერისლავის რაიონში და საბორნე გადასასვლელი ნოვაია კახოვკაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინელებმა მტრის ორი დრონი ჩამოაგდეს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე