უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე 31 000 საქმე აღძრა

უკრაინის ეროვნული პოლიციის გამომძიებლებმა რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე 31 000 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის ორგანიზაციული, ანალიტიკური მხარდაჭერისა და ოპერატიული რეაგირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოლექსი სერგეევმა განაცხადა.

„პოლიციამ აღძრა 1100 სისხლის სამართლის საქმე გასული კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში კი 31000 საქმე ომის დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე“, - აღნიშნა სერგეევმა.

მისივე თქმით, ეროვნული პოლიცია აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას მოქალაქეების ევაკუაციაში. კერძოდ, გასულ კვირას სახიფათო ტერიტორიებიდან 7800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო