უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ერთ დღეში 650 რუსი სამხედრო, 10 ტანკი და ვერტმფრენი გაანადგურეს

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 51 900 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათგან 650 ბოლო დღე-ღამეში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა ბოლო ერთ დღეში ასევე გაანადგურეს რუსების კუთვნილი 10 ტანკი, 18 ჯავშანმანქანა, 1 ვერტმფრენი და სხვა სახის ტექნიკა. უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები კი მოიცავს: 2122 ტანკს, 4575 ჯავშანტექნიკას, 1237 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 306 ერთეულ მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 159 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 239 საბრძოლო თვითმფრინავს, 211 ვერტმფრენს, 888 ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 15 გემს/ნავს, 3399 სხვადასხვა ავტომობილსა და ტანკერს, 114 ერთეულ სპეცტექნიკას და 214 ფრთოსან რაკეტას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს