სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელმა ყოველწლიური აკრედიტაცია გაიარა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელმა, ყოველწლიური შეფასება საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატის შენარჩუნების მიზნით წარმატებით გაიარა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს შეფასებით, ლაბორატორიის ქსელი აკმაყოფილებს სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის სტანდარტის მოთხოვნებს.

ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის მეთოდების დანერგვა და შემდგომ აკრედიტაცია.

„ 2022 წელს ლაბორატორიის სამივე მიმართულებას ახალი კვლევის მეთოდები დაემატა.

სურსათის კვლევის მიმართულებით - ცხოველური წარმოშობის სურსათში სხვადასხვა ანტიბიოტიკების ნარჩენების განსაზღვრა;

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით - ცოფის დიაგნოსტიკა PCR მეთოდით;

მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულებით - ფიტოპლაზმების სახეობრივი იდენტიფიკაცია.

ლაბორატორიის ქსელში შემავალმა ცამეტივე ლაბორატორიამ (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, გურჯაანი, მარნეული, დუშეთი, გორი, ამბროლაური, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, საჩხერე, მესტია) დაადასტურა ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისობა სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნებთან.

ის ფაქტი, რომ ლაბორატორია და ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები აკრედიტებულია, გულისხმობს, რომ ლაბორატორიის მიერ გაცემული შედეგები არის უტყუარი და ობიექტური.

აკრედიტაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/Certificates“<- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?