უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტებისგან 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი “ტელეგრამზე“ იუწყება.
„ბოლო დღეებში ოკუპანტებისგან 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ. რთულია, მაგრამ წინ მივიწევთ. მადლობელი ვართ თანამოქალაქეების, რომლებიც გვეხმარებიან და გველოდებიან“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში უკრაინელმა დამცველებმა 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, ჯამში, ხარკოვისა და იუჟნობუგის მიმართულებით ოკუპანტებისგან 700 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიაა გათავისუფლებული.