სუს-ის უფროსი - 2021 წელს აფხაზეთის მიმართულებით 11 და ცხინვალის მიმართულებით 70 უკანონო დაკავება დაფიქსირდა - მსურს დავარწმუნო მათი ოჯახები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება

საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის მიმართულებით დაფიქსირდა 11, ხოლო ცხინვალის მიმართულებით 70 უკანონო დაკავება, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ს ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან, რადგან საქართველოს სახელმწიფოს შესწევს ამის ძალა და აქვს ამის პრაქტიკაც.

„რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას. კვლავ მიმდინარეობდა უკანონო დაკავებების სერია, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, აღნიშნულს ხშირად თან ახლდა დეზინფორმაციული კამპანიები და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი სხვა ქმედებები. მსგავსი აქტივობების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, სამართალდამცავი უწყებებისა და მთლიანად სახელმწიფოს დისკრედიტაცია, ასევე მოსახლეობაში უიმედობის, დაუცველობის და ნიჰილიზმის გაღვივება.

საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის მიმართულებით დაფიქსირდა 11, ხოლო ცხინვალის მიმართულებით 70 უკანონო დაკავება . 2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში საერთო ჯამში იმყოფებოდა საქართველოს 7 მოქალაქე, მათ შორის ირაკლი ბებუა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა 9 წლის ვადით.

მსურს დავარწმუნო პირველ რიგში უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები, ასევე პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. საქართველოს სახელმწიფოს შესწევს იმის ძალა და აქვს პრაქტიკა, თუ როგორ განახორციელოს ეს გათავისუფლება. ამის დადასტურებად შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მშვიდობით დასრულებული უკანონო პატიმრობა, თუმცა სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს საპირისპირო ერთეული შემთხვევებიც“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს