ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი „ბირთვული ავარიის“ რისკის გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბომბვის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი „ბირთვული ავარიის“ რისკის გამო, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბომბვის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.

მისი თქმით, "სერიოზული ვითარება" მას შემდეგ შეიქმნა, რაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქ ენერგოდარს ამარაგებს, დაბომბვის შედეგად განადგურდა.

გროსი კიდევ ერთხელ გამოვიდა ბირთვული უსაფრთხოებისა დაცვის ზონის შექმნის მოწოდებით.

„ეს არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდებით ბირთვული ავარიის პირისპირ,” - აღნიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა.

ცნობისთვის, უკრაინა და რუსეთი დაბომბვებთან დაკავშირებით კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს