უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონში საოკუპაციო ძალების გასაძლიერებლად, „კადიროველები“ ჩაიყვანეს

დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში ე.წ.კადიროველები ჩაიყვანეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული დაჯგუფების გასაძლიერებლად, ე.წ. „კადიროველების“ ქვედანაყოფი, 1300-მდე ადამიანი, ჩამოვიდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ. 8 სექტემბერს გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია ხარკოვის ოლქის რამდენიმე სოფლის, ასევე ქალაქ ბალაკლეიას დეოკუპაციის შესახებ, რომელიც 6 თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ იყო.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათმა ძალებმა სამ დღეში, ზოგიერთი მიმართულებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 50 კმ სიღრმეზე შეაღწიეს. 1-ელი სექტემბრის შემდეგ კი ოკუპაციისგან ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო