გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევის ოლქში, ველიკა დიმერკას დასახლებას ესტუმრა და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინისთვის განაღმვით სამუშაოებში დახმარების აღმოჩენას.
"რასაც აქ ვხედავ, საშინელებაზე მეტია. ცხადია, აქ სპეციალურად განათავსეს არა მხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო, არამედ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებიც", - აღნიშნა ბერბოკმა.
მას განუცხადეს, რომ რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ ნაღმები აღმოაჩინეს კერძო ბინებში ბავშვთა სათამაშოებშიც კი, რასაც, ცხადია, უდანაშაულო ადამიანების, თუნდაც ბავშვების მკვლელობის გარდა სხვა მიზანი არ ჰქონდა. ველიკა დიმერკაში გერმანიის მხარდაჭერით განაღმვის პროექტი უკვე ამოქმედებულია. ფედერალურმა მთავრობამ ფეთქებადი საბრძოლო მასალის განადგურებისთვის სულ ექვსი მილიონი ევრო გამოყო.
გერმანიის საგარეო უწყების ინფორმაციით, წლის ბოლომდე კიდევ ერთი მილიონი ევრო გამოიყოფა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"