მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ერთი ფაქტი არ დადებულა, რომ ვინმე რაიმე სანქციას იმსახურებდეს ან ქვეყანა იმსახურებდეს ისეთ მტრობას, რასაც ისინი ახორციელებენ

რაიმე სერიოზულ სანქციებსა და სიებზე საუბარს საბოლოოდ მაინც მტკიცებულება დასჭირდება - ბუნებაში არაფერი არსებობს საიმისო, რომ საფუძვლად დაუდონ გარკვეულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში ბიძინა ივანიშვილის შეყვანას გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ერთი ფაქტიც არ დადებულა, რომ ვინმე რაიმე სანქციას იმსახურებდეს.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატიც კი გარკვეულ არაფორმალურ სანქციებზე თავადვე საუბრობს. წარმოიდგინეთ, რამხელა ინტერესია მეორე მხარეს, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემაც კი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მყარი სისტემა იყო, მეორეხარისხოვანი გახდა იმ სხვა ინტერესთან შედარებით, რაზეც ჩვენ დღენიადაგ ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მტკიცებულებების გარეშე, საბოლოო ჯამში, ბუნებაში არაფერი არსებობს საიმისო, რომ საფუძვლად დაუდონ გარკვეულ გადაწყვეტილებას. გაუჭირდებათ ამ თემაზე საუბარი, თუმცა ფაქტობრივი სანქციები, რომლებიც, მაგალითად, შვეიცარიული ბანკის მხრიდან დაწესდა და ამაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი საუბრობს, სახეზე გვაქვს. მაგრამ რაიმე სერიოზულ სანქციებსა და სიებზე საუბარს საბოლოოდ მაინც მტკიცებულება დასჭირდება. ვერ დამისახელებთ ვერცერთ მტკიცებულებას, რომელიც შეიძლება, რომ რაიმე სანქციას დაედოს საფუძვლად.

როდესაც ჩვენი ოპონენტები, ქვეყნის შიგნით, კიდევ უფრო მეტად მტრობენ ამ ქვეყანას და მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე საუბრობენ, რომ საქართველო „შავი ხვრელია“ და ყოველ დღე ახალ „ფეიკებს“ აცხობენ, რათა რაიმენაირად ვითომ ხელისუფლება დაზიანდეს, ამ დროს, მსოფლიოს თვალში, საქართველო ზიანდება. ამასაც არ ერიდებიან და ამ ყველაფრის ფონზეც კი, ერთი მტკიცებულება არ გახმოვანებულა, ერთი ფაქტი არ დადებულა, რომ ვინმე რაიმე სანქციას იმსახურებდეს ან ქვეყანა იმსახურებდეს ისეთ მტრობას, რასაც ისინი ახორციელებენ“,- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში შეყვანილია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება