კაჭრეთში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ გასული ე.წ. ოთხეული - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ესწრებოდა

კაჭრეთში, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხი დეპუტატი - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ესწრებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, სხდომას ოთხივე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სტატუსით ესწრებოდა და არა პარტიის.

„ეს არ იყო პარტიის სხდომა. საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას და არა პარტიის ან ფრაქციის. პარტია და ფრაქცია დავტოვეთ, მაგრამ მაშინვე ვთქვით, რომ ძირითად საკითხებზე არ გვაქვს განსხვავებული პოზიციები. არსებობს საკითხები, რაზეც გვაქვს განსხვავებული პოზიციები და ამის გამო დავტოვეთ პარტია და ფრაქცია. რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა ნიშნავს პარლამენტის წევრთა სიით საპარლამენტო უმრავლესობას და არა პარტიის წევრთა უმრავლესობას. არის საკითხები, სადაც გარკვეული ტიპის განხილვებშიც ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას და არა პარტიულ აქტივობებში. საპარლამენტო უმრავლესობაში შეიძლება რამდენიმე პარტიის წევრებიც იყვნენ, რაც ამ შემთხვევაში არის“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, რა საკითხები გაიხილეს დღევანდელ შეხვედრაზე, მაჭარაშვილი ამბობს, რომ არის რიგი საკითხები, რაც შეიძლება მომავალ სასესიო კვირაში განიხილონ და „ასევე არის სხვა საკითხებიც“.

რაც შეეხება იმას, ზოგადად, ესწრება ხოლმე თუ არა ე.წ. ოთხეული საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებებს, მაჭარაშვილის თქმით, „საკითხებს გააჩნია“. „ხან არის საჭიროება, ხან - არა“,- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია