უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული Su-34-ის ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული Su-34-ის ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული Su-34-ის ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ უწყება არ ასახელებს ჩამოგდების ადგილს.

მათ მიერ გავრცელებულ კადრებში თვითმფრინავის დამწვარი ნაწილებია ასახულია, რომელიც ტყეშია მიმოფანტული.

„ამ რაშისტ ოკუპანტებს არაფერი ესაქმებათ ჩვენს ცაში!“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.