მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინის გმირობის 200 დღე - რუსეთი გადაიხდის ნგრევისთვის, მკვლელობებისთვის, ძალადობისთვის, ძარცვისთვის

უკრაინის გმირობის 200 დღე. რუსეთი ცდილობდა უკრაინის განადგურებას, მისი თავისუფლების დამცირებას და ევროპის დაჩოქებას, - წერს „ტვიტერზე“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.
„მაგრამ დღეს უკვე გასაგებია, რომ რუსეთი გადაიხდის მთელ ვალს ნგრევისთვის, მკვლელობებისთვის, ძალადობისთვის, ძარცვისთვის. სამართლებრივად და ფიზიკურად...“ - დასძინა პოდოლიაკმა.

























