მიკოლაივის ოლქის ქალაქ ვოზნესენსკში რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას მიკოლაივის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე ჰანა ზამაზიეევა „ტელეგრამის“ არხზე აქვეყნებს.
„ვოზნესენსკში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა. ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!" - დაწერა მიკოლაივის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ.