სერგეი ლავროვი - რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, თუმცა კიევის მიერ მათი შემდგომი გაჭიანურება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას გაართულებს

რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, თუმცა კიევის მიერ მათი შემდგომი გაჭიანურება გაართულებს მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია სახელმწიფო დუმასა და ფრაქციის ლიდერებთან შეხვედრისას გააჟღერა.

„პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ ჩვენ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, თუმცა ვინც უარს აცხადებს, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტხანს გადადებენ ამ პროცესს, მით უფრო რთული იქნება მათთვის ჩვენთან მოლაპარაკება“, - განაცხადა ლავროვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს