ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩემი პრინციპი ასეთია: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ აპირებს.

ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგია იყო უკრაინის გარკვეულ ნაწილებში შეჭრა, დისკუსიებითა და შეთანხმებებით დროის მოგება, ძალის მოკრება და ახალი შეჭრის დაწყება.

მისი თქმით, ახლა უკრაინის მთავარი მიზანი ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებაა.

„ვიცი, რომ ზოგიერთი სახელმწიფო გვიბიძგებს მინსკის პროცესის მიმართულებით. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ერთი არის დიპლომატიური გადაწყვეტა და მეორე არის მინსკი-2, -3, -5, -10. ეს სხვადასხვა რამეა, რადგან მინსკი ცარიელი ქაღალდია, რომელიც რუსეთს მომავალ შემოჭრამდე დასვენების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჯერჯერობით რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის სურვილს ვერ ხედავს.

„მე ვერ ვხედავ მათგან კონსტრუქციულობის სურვილს. რაც შეეხება მათ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს ვინ წამოაყენა ეს ულტიმატუმები - პუტინმა თუ ვინმე სხვამ. ეს არის ჩემი პრინციპი: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აგრესორი უკრაინის ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა