გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების ხელმძღვანელები მთავრობას უკრაინის იარაღით დახმარებისკენ მოუწოდებენ

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის, მაიკლ როტის განცხადებით, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინას გამარჯვების მიღწევაში დაეხმაროს.

„ომის ამ ახალ ფაზაში უკრაინას სჭირდება იარაღი, რომელიც მას საშუალებას მისცემს გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და მუდმივად შეინარჩუნოს ისინი მის კონტროლქვეშ. დასავლეთმა, კერძოდ, აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა, მჭიდრო კოორდინაცია სწრაფად უნდა მოახდინოს და მიწოდება ახალ ვითარებას უნდა მოარგოს“, - განაცხადა როტმა.

მისი თქმით, სულ უფრო რეალური ჩანს, რომ უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი და მოიგოს როგორც თავისუფალმა, დემოკრატიულმა ქვეყანამ ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით.

ამასთან, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, მარია-აგნეს შტრაკ-ციმერმანის განცხადებით, გერმანიას აქვს ვალდებულება ხელი შეუწყოს დემოკრატიის შენარჩუნებას.

„გერმანიამ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს თავისი როლი უკრაინის წარმატებებში და მიაწოდოს დაცული მანქანები - Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანა და Leopard 2-ის მთავარი საბრძოლო ტანკი“, - აღნიშნა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა