აკაკი ბობოხიძე - „ქართული ოცნებიდან" გასული ოთხეულის უმრავლესობის სხდომაზე ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი არსად წასულან, კვლავ ივანიშვილის სახელითა და დავალებით ლაპარაკობენ

„ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხეულის უმრავლესობის სხდომაზე ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი არსადაც არ წასულან და ჯერჯერობით იმას ახმოვანებენ, რასაც ბიძინა ივანიშვილის ვერ ბედავს, რომ თავის ან „ქართული ოცნების“ სახელით თქვას. ისინი ბიძინა ივანიშვილის სახელითა და დავალებით ლაპარაკობენ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით შეხვედრაზე პარტიიდან წასული ოთხი დეპუტატის ყოფნას.

„თუ „ქართული ოცნება“ ე.წ. ოთხეულის პოზიციას მართლა ემიჯნება, მაშინ ისინი უმრავლესობაშიც არ უნდა ჰყავდეთ, იმიტომ, რომ უმრავლესობაში ერთად ყოფნა ნიშნავს, რომ გარკვეულწილად პასუხისმგებლობას იღებ უმრავლესობაში მყოფი პარტნიორების განცხადებებზეც, განსაკუთრებით, როცა ეს პოზიციები სტრატეგიულ პარტნიორებთან დამოკიდებულებას ეხება“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, კაჭრეთში, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხი დეპუტატი - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ესწრებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, სხდომას ოთხივე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სტატუსით ესწრებოდა და არა პარტიის.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა