უკრაინის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ რუსები უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებს ჯერ კიდევ ბომბავენ და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ორ კვირაში 1800 ოკუპანტი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტები არ წყვეტენ მიკოლაივის ოლქის დაბომბვას. ასევე ბომბავენ კრივოროჟიესა და ნიკოპოლის ტერიტორიებს.

„მიუხედავად ამისა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი წარმატებები ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელია. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით 4-დან რამდენიმე ათეულ კილომეტრამდე დავწინაურდით, გვაქვს თითქმის 500 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლებული ტერიტორია. ორ კვირაში, მხოლოდ სამხრეთის მიმართულებით განადგურებულია 1800-ზე მეტი ოკუპანტი, 500-ზე მეტი ჯავშანმანქანა, 122 ტანკი, 2 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და დაახლოებით 10 ფრთოსანი რაკეტა“, - განაცხადა გუმენიუკმა.

მისი თქმით, ხერსონის ოლქის დასახლებები - ვისოკოპოლიე, ნოვოვოზნესენსკოე, ბელოგორკა, სუხოი პრუდი და მიროლიუბოვკა - უკვე გათავისუფლებულია, ისინი თავდაცვის ძალების სრული კონტროლის ქვეშ არიან და უკრაინის სრულ იურისდიქციას დაუბრუნდნენ.

ამასთან, გუმენიუკმა აღნიშნა, რომ რუსები ამ ტერიტორიებს ჯერ კიდევ ბომბავენ. გარდა ამისა, უკან დახევისას მტერმა ტერიტორიების ნაწილი დანაღმა, ამიტომ მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ