დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან თავისი სამხედროების გაყვანას არ გეგმავს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ გეგმავს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან თავისი სამხედროების გაყვანას. ამის შესახებ პესკოვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, ატომურ ელექტროსადგურს უკრაინა ბომბავს და მნიშვნელოვანია, სწორედ უკრაინა აიძულონ შეაჩეროს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ობიექტების „ბარბაროსული დაბომბვა“.

„ახლა საუბარი არ მიდის სამხედროების გაყვანაზე. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას გამოიყენონ თავიანთი გავლენა - იმ ქვეყნებმა, რომლებსაც მსგავსი გავლენა აქვთ უკრაინულ მხარეზე და შეაჩერონ ეს ყოველდღიური თავდასხმები“,- განაცხადა პესკოვმა.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე