„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ხელისუფლების მიერ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს

"სტრატეგია აღმაშენებლი" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარტია სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების მიერ ინიცირებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროპული რეკომენდაციის პრინციპებს.

„ხელისუფლების მიერ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში "სტრატეგია აღმაშენებელი" მონაწილეობას არ მიიღებს.

რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის საკითხს, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი მონაწილეობას არ ვიღებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ამ საკითხზე გამართულ კონსულტაციებში, რადგან მათ მიერ ინიცირებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროპული რეკომენდაციის იმ პრინციპებს, რომლებიც მოითხოვდა, რომ ყოფილიყო უფრო მეტი ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციების, ყოფილიყო უფრო მეტი გამჭვირვალობა და ღიაობა რითიც მოხდებოდა სახალხო დამცველის ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებლობა.

"ქართულმა ოცნებამ" კი პირიქით, წამოიწყო პროცესი, რომელიც არ არის არც გამჭვირვალე და არც ინკლუზიური, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობას აძლევს განსაზღვროს იმ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მოახდენს კანდიდატების შეფასებას, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულს ხელის შეშლას და სამოქალაქო სექტორის მიერ წამოწყებული პროცესის დაზიანებას.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პროცესი არის ფსევდო ინკლუზიური, ფსევდო გამჭვირვალე, ფსევდო დემოკრატიული და ხელისუფლების მიერ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში „სტრატეგია აღმაშენებელი" მონაწილეობას ვერ მიიღებს რადგან „ოცნების“ მიერ წამოწყებული ეს პროცესი მიზნად ისახავს საკუთარი სასურველი კანდიდატის გაყვანას" , - აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს