უკრაინის პროკურატურა - ხარკოვის სოფელ ზალიზნიჩნოიეს ტერიტორიაზე 4 ადგილობრივის ცხედარი იპოვეს, რომელთაც წამების ნიშნები აქვთ

რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის სოფელ ზალიზნიჩნოიეს ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ოთხი ადგილობრივის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილებს სხეულზე წამების ნიშნები აღენიშნებათ. ამის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ Telegram-ში განაცხადა.

როგორც აღინიშნა, ზალიზნიჩნის მცხოვრებლებმა თავად მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს დეოკუპაციის შემდეგ და განაცხადეს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მათი თანასოფლელები დახოცეს.

სამართალდამცავების წინასწარი მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა ზალიზნიჩნიში მშვიდობიანი მოქალაქეები სოფლის ოკუპაციის დროს მოკლეს.

ცხედრები უკვე გადასვენებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს