ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა „მინსკის შეთანხმების“ არანაირ ვარიანტს არ დათანხმდება - „მინსკი“ ცარიელი ფურცელია, რომ რუსეთს დასვენების საშუალება მიეცეს შემდეგ შეჭრამდე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოფიციალური კიევი „მინსკის შეთანხმების“ არანაირ ვარიანტს არ დათანხმდება.

ამის შესახებ პრეზიდენტმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით უკრაინელები ისწრაფვიან თავისი სახელმწიფოს ტერიტორიის დეოკუპაციისკენ.

„დეოკუპაციის მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ არ შეიძლება რუსეთისთვის ნელი ოკუპაციის გაგრძელების უფლების მიცემა, რომელიც მან 2014 წელს დაიწყო“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ შეუძლია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციული მოქმედებების დეტალების გამჟღავნება.

„ჩვენ ერთ ადგილას არ ვიდგებით. ნელ-ნელა მუდამ წინ წავალთ. სხვანაირად მათთან აღარ ვისაუბრებთ. როგორც კი ჩვენ გავჩერდებით, მე ვიცი, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ჩვენ „მინსკის პროცესებისკენ“ გვიბიძგებს. მინდა მსოფლიოს ესმოდეს, ეს სხვადასხვა რაღაცაა. დიპლომატიური გადაწყვეტა და „მინსკი“ -2-3-5-10- ეს სხვადასხვა რაღაცაა. „მინსკი“ - ეს ცარიელი ფურცელია იმისთვის, რომ რუსეთს დასვენების საშუალება მიეცეს შემდეგ შეჭრამდე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით