სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ყირიმში საჯარო ღონისძიებებზე უკრაინის მხარდამჭერი ლოზუნგები და ნაციონალისტური სიმღერები ისმის და ორგანიზატორები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ

"ყირიმის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს" ე.წ. ხელმძღვანელის სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ყირიმში საჯარო ღონისძიებებზე უკრაინის მხარდამჭერი ლოზუნგები და ნაციონალისტური სიმღერები ისმის.

აქსიონოვი მიიჩნევს, რომ ადამიანები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერით გამოირჩევიან პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემულნი ან „გაემგზავრონ იმ ქვეყანაში, რომელიც მათ ასე ძალიან უყვართ“.

„საინფორმაციო სივრცეში გაჩნდა ვიდეო საჯარო ღონისძიებებიდან ყირიმში, რომლებზეც მონაწილეები სკანდირებენ უკრაინის მხარდამჭერ ლოზუნგებს, მღერიან ნაციონალისტურ სიმღერებს. მივიჩნევ, რომ ორგანიზატორებიც და მსგავსი ღონისძიებების მონაწილეებიც პასუხისგებაში უნდა მიეცნენ, გათავისუფლდნენ თანამდებობიდან და მიღებულ იქნას სხვა ზომები კანონმდებლობის ფარგლებში. მათთვის ვინც მხარს უჭერს უკრაინულ რეჟიმს რაციონალური და ლოგიკური იქნება იმ ქვეყანაში გამგზავრება რომელიც მათ ასე ძალიან უყვართ“, - განაცხადა აქსიონოვმა.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის