საქალაქო საბჭოს დეპუტატი - რუსული ოკუპაციის განმავლობაში იზიუმში სულ მცირე 1000 ადამიანი გარდაიცვალა

საქალაქო საბჭოს დეპუტატი - რუსული ოკუპაციის განმავლობაში იზიუმში სულ მცირე 1000 ადამიანი გარდაიცვალა

რუსული ოკუპაციის განმავლობაში ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში სულ მცირე 1000 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქალაქო საბჭოს დეპუტატმა მაქსიმ სტრელნიკმა განაცხადა. ადამიანთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზები სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების არარსებობა, ასევე შეიარაღებული და საჰაერო თავდასხმები იყო.

დეპუტატის განმარტებით, ოკუპანტები შეეცადნენ დაეფარათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები, ამიტომ ინფორმაცია გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ დაზუსტებას საჭიროებს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციების შედეგად ქალაქის სულ მცირე ათასი მცხოვრები დაიღუპა. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაზარალდა იმის გამო, რომ მათ დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ საჭირო სამედიცინო დახმარებით, რადგან ოკუპანტებმა ჯერ კიდევ მარტში გაანადგურეს ყველა სამედიცინო დაწესებულება“, - განაცხადა დეპუტატმა.

ამჟამად, მისი ინფორმაციით, ქალაქში რჩება დაახლოებით 10 000 ადამიანი. შესაძლოა შემოდგომა -ზამთრის პერიოდისთვის მათი ევაკუაცია განხორციელდეს, თუმცა ეს საკითხი ყველაზე მაღალ დონეზე გადაწყდება.

ქალაქში ინფრასტრუქტურის 80% განადგურებულია. ქალაქის ხელმძღვანელობა გეგმავს ოკუპანტების მიერ განადგურებული ობიექტები სიცივეების დაწყებამდე აღადგინონ.