ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპს ჰქონდა საკმარისი დრო, რომ გაეგო, ვინ არის პუტინი -  ამ ვითარებას ვარდისფერი სათვალის გარეშე უნდა შეხედოს

სჯობს დონალდ ტრამპმა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ „ვარდისფერი სათვალის“ გარეშე შეხედოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ტრამპს ჰქონდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ გაეგო, თუ ვინ არის პუტინი.

"ვგონებ, ის იკავებდა იმდენად მაღალ თანამდებობას, სადაც არ შეიძლება იმის არ გაგება, ვინ არის შენი ერის მოწინააღმდეგე. ვგონებ, შენ გაქვს ყველანაირი ძალა და დაზვერვის მონაცემები და ფსიქოლოგიური პორტრეტი. უნდა ერკვეოდე, ვინ არის რუსეთის პრეზიდენტი, რისკენ ისწრაფვის და როგორ მიდის იქითკენ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველმა პირმა გააკრიტიკა ტრამპი, რომელმაც პუტინს გენიოსი უწოდა და უკრაინას ნატო-სა და ოკუპირებულ ყირიმზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

"ვფიქრობ, მან ამ ყველაფერს უნდა შეხედოს თვალთახედვით, რომლის მიხედვითაც საფრთხე მხოლოდ უკრაინას არ შეეხება. შესაძლოა, ჩვენ მისთვის ზედმეტად შორს ვმდებარეობთ, მაგრამ ომს არ აქვს არანაირი მანძილი. ვფიქრობ, მან ამ ვითარებას ვარდისფერი სათვალის გარეშე უნდა შეხედოს. არ ვიცი, იქნებ მას ეს საშინაო პოლიტიკისთვის სჭირდებოდა, რომ ის მზად არის გაგების წერტილი იპოვოს რუსეთის პრეზიდენტთან“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
ვასო ურუშაძე - საქართველოში ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილებაა, რასაც ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეის რეალობად ქცევა შეუძლია
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა