ჯონ კირბი - ვლადიმერ პუტინს უფრო და უფრო უჭირს, რუს ხალხს უკრაინაში თავისი წარუმატებლობის სიდიდე და მასშტაბები დაუმალოს

თეთრ სახლს არ შეუძლია დანამდვილებით თქვას, რომ უკრაინის ბოლო წინსვლა წარმოადგენს მთავარ გარდამტეხ მომენტს ომში, მაგრამ ინფორმაცია ამ წინსვლის შესახებ შთამბეჭდავია, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ CNN-ს განუცხადა.

„არ ვიცი, შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ სწრაფი წინსვლა იყო მთავარი გარდამტეხი მომენტი, მაგრამ აშკარაა, რომ ეს შთამბეჭდავი სამხედრო ანგარიშებია”, - აღნიშნა მან.

ჯონ კირბის თქმით, შეერთებული შტატები აპირებს, გააგრძელოს უკრაინის იმ ინსტრუმენტებითა და შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, რაც საჭიროა წარმატების მისაღწევად.

მისი შეფასებით, უკრაინის მიერ ბოლო დროს განხორციელებულმა ოპერაციებმა „იმოქმედა რუსებზე, აიძულა ისინი უკან დაეხიათ". "რა თქმა უნდა, აიძულა ისინი დაეტოვებინათ ტერიტორია და უკან დაეხიათ იქიდან, სადაც უკრაინელები წინ მიიწევდნენ“, - აღნიშნა მან.

ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ ომის პირველივე დღეებიდანაც კი, რუს ჯარისკაცებს „არ ჰქონდათ ერთიანობა და თანხმობა, არ ჰყავდათ კარგი ხელმძღვანელობა, არ ჰქონდათ საბრძოლო სული და ბრძოლიდან გარბოდნენ“.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს „უფრო და უფრო უჭირს რუს ხალხს უკრაინაში თავისი წარუმატებლობის სიდიდე და მასშტაბები დაუმალოს“.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა