შეერთებული შტატები მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები. ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ შეიძლება, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.
„შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით, მათ შორის სომხეთის ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ. კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ შეიძლება. მოვუწოდებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები კონფლიქტსა და ზარალზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"