სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინაში 48 534 დანაშაული ჩაიდინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეგისტრირებულია აგრესიისა და ომის 33 135 დანაშაული, აქედან 31 900 დანაშაული ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას ეხება, 73 - აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას ან წარმოებას, 30 - ომის პროპაგანდას, 1132 კი სხვა დანაშაულებს.
ასევე დაფიქსირდა 15 399 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. აქედან 10 703 - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაა, 1675 - სახელმწიფო ღალატი, 2257 - კოლაბორაციონისტული საქმიანობა, 129 - აგრესორი სახელმწიფოს დახმარება, 64 - დივერსია, 530 კი სხვა სახის დანაშაული.