პარხად მამედოვი - სამხედრო მოქმედებების განახლების მიზეზი ის არის, რომ ერევანმა ვერ შეძლო აზერბაიჯანულ-სომხური მოლაპარაკებების დღის წესრიგში  შეეტანა ყარაბაღის სტატუსისა და კონფლიქტში ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობის განახლების საკითხი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მიზეზებსა და მიზნებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რა გაგრძელება ექნება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ სამხედრო კონფლიქტს, „ინტერპრესნიუსი“ აზერბაიჯანელ პოლიტოლოგს, სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორს, პარხარ მამედოვს ესაუბრა.

- ბატონო პარხად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საკმაოდ ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირებაა დაწყებული. მხარეები კონფლიქტის განახლებაში ტრადიციულად ერთმანეთს ადანაშაულებენ.

რა ხდება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე? სავარაუდოდ, ამჯერად რა გახლავთ მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირების დაწყების მიზეზი და მიზანი?

- სწორად ბრძანეთ, მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ, რაც ხდება სომხური მხარის პროვოკაციაა, ხოლო სომხური მხარე ამბობს, რომ სამხედრო მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო და ისინი მხოლოდ პასუხობენ.

მხარეებს შორის ურთიერთბრალდებები გასაგებია, მაგრამ მთავარია თუ რა მოვლენების ფონზე ხდება ეს მორიგი სამხედრო დაპირისპირება. უნდა ითქვას, რომ ყარაბაღის ბოლო 44 დღიანი ომის დასრულების შემდეგ ამ მასშტაბის სამხედრო დაპირისპირებას მხარეებს შორის ადგილი არ ჰქონია.

ამ თვის ბოლომდე უნდა გამართულიყო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც მხარეთა წარმომადგენლებს მუშაობა უნდა დაეწყოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელმოსაწერი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე.

ამ თვის ბოლომდე უნდა გამართულიყო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც მხარეთა წარმომადგენლებს მუშაობა უნდა დაეწყოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელმოსაწერი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე

31 აგვისტოს ბრიუსელში განისაზღვრა ის პარამეტრები, რომლის ბაზაზეც უნდა ემუშავათ მხარეთა წარმომადგენლებს ორ ქვეყანას შორის ხელმოსაწერ სამშვიდობო შეთანხმებაზე. ეს შეთანხმება უნდა დაფუძნებოდა იმ 5 პრინციპს, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ წარმოადგინა.

სომხურმა მხარემ ვერ შეძლო ბრიუსელში გამართულ შეხვედრის დღის წესრიგში შეეტანა საკითხი ყარაბაღის სტატუსის შესახებ და ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თემა. ახლა მიმდინარე სამხედრო პროვოკაცია ბაქოში ფასდება როგორ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის ხელისშემშლელი ელემენტი.

ასეა, რადგან სომხურმა დიპლომატიამ ვერ შეძლო ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებზე აზერბაიჯანულ-სომხურ თემაში შეეტანა ყარაბაღის სტატუსისა და ყარაბაღის კონფლიქტში ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობის განახლების საკითხი.

- ერევანმა დახმარებისთვის მოსკოვს მიმართა.

უკრაინაში მიმდინარე ომის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ყარაბაღის ბოლო ომში რუსეთი სომხეთს არ დახმარებია, ასვე აზერბაიჯანულ მხარეს ლაჩინის კორიდორზე კონტროლის საშუალება მისცა, უცნაურიც კია, რომ ერევანმა დახმარებისთვის მოსკოვს მიმართა.

ერევანმა მოსკოვს დახმარებისთვის კი მიმართა, მაგრამ სომხეთში მართლა აქვთ იმის იმედი, რომ ახლა სომხეთს რუსეთი დაეხმარება?

- სომხეთს რუსეთთან ორმხრივი შეთანხმებები აკავშირებს. გარდა ამისა, სომხეთი ოდბკ-ს წევრია და რუსეთს და დსთ-ს სხვა ქვეყნებს აქვთ ვალდებულება დაიცვან სომხეთი. სომხეთმა რუსეთის გარდა ოდბკ-ასაც მიმართა, მაგრამ მათ მოთხოვნაში მითითებული არაა რა მოტივით უნდა დაეხმარონ მას, როგორც რუსეთის პარტნიორსა და ოდბკ-ს წევრს.

ოდბკ-ს გაწერილი აქვს რა შემთხვევაში უნდა აღმოუჩინონ ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულმა ქვეყნებმა ერთმანეთს დახმარება. ჯერჯერობით, გაუგებარია რა სტატიით ითხოვს სომხეთი რუსეთისა და ოდბკ-სგან დახმარებას.

რაც შეეხება რუსეთს. რუსეთი სომხეთის ერთადერთი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეა. გარდა ამისა, რუსეთი გახლავთ ქვეყანა, რომელიც შედის იმ ორ შუამავალ შორის, რომლებმაც ივალდებულეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგება.

რუსეთი, ისევე როგორც ევროკავშირი ინფორმირებული არიან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე და მათ კარგად იციან, რომელი მხარეა თანმიმდევრული თავის მოქმედებებში და რომელი მხარე ცდილობს დაამუხრუჭოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე პროცესი და პროვოკაციებს მიმართავს.

რუსეთი, ისევე როგორც ევროკავშირი ინფორმირებული არიან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე და მათ კარგად იციან, რომელი მხარეა თანმიმდევრული თავის მოქმედებებში და რომელი მხარე ცდილობს დაამუხრუჭოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე პროცესი და პროვოკაციებს მიმართავს

ჩემი ვარაუდით, უახლოეს საათებსა და დღეებში რუსეთი შეეცდება შუამავლის როლის შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მოქმედებები 9 საათზე მეტია დაწყებულია, აზერბაიჯანული მხარე აზერბაიჯან -სომხეთის საზღვარზე არც ცდილობს წინ წაწევას.

აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა სომხეთის იმ პუნქტებსა და პოზიციებს, საიდანაც სომხური მხარე ცდილობს აზერბაიჯანული პოზიციების დაბომბვას. ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ აზერბაიჯანს დაწყებული აქვს რაიმე ახალი ტერიტორიების კონტროლი.

- თქვენთან დარეკვამდე გავეცანი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სრულ სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი გიუმრიში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა.

თქვენი დაკვირვებით რუსი სამხედროები ჩაერთვებიან აზერბაიჯანულ-სომხურ მორიგ სამხედრო დაპირისპირებაში?

- არა მგონია, რომ რუსი სამხედროები ჩაერთვებიან სომხეთის ამ მორიგ სამხედრო პროვოკაციაში სომხეთის მხარეს.

არაა გამორიცხული ისინი გამოჩნდნენ დაპირისპირებულ მხარეებს შორის არსებულ პოზიციებზე და თავი დააფიქსირონ, როგორც შუამავლებმა, რომლებიც ცდილობენ მხარეებმა შეწყვიტონ ცეცხლი.

- რა ვითარებაა ახლა ლაჩინის კორიდორში მას შემდეგ, რაც მასზე კონტროლი აზერბაიჯანის მხარეს სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა?

სხვათა შორის, სად არიან რუსი სამშვიდობოები, რომლებიც მანამდე ლაჩინის კორიდორს აკონტროლებდნენ?

- აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირობით მოსაზღვრე ტერიტორიებზე მიმდინარეობს და იქ ახლა მესამე ქვეყნის ძალები არ იმყოფებიან.

რაც შეეხება თავად ლაჩინის კორიდორს. ლაჩინის კორიდორში ვითარება სტაბილურად მშვიდობიანია. აზერბაიჯანმა 25 აგვისტოს სრული კონტროლი დაამყარა ქალაქ ლაჩინზე და იმ კორიდორზე, რომლითაც სომხეთს შეეძლო მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილთან ხმელეთით დაკავშირება, სადაც ახლა კომპაქტურად ცხოვრობს სომხური მოსახლეობა.

ლაჩინის კორიდორში ვითარება სტაბილურად მშვიდობიანია. აზერბაიჯანმა 25 აგვისტოს სრული კონტროლი დაამყარა ქალაქ ლაჩინზე და იმ კორიდორზე, რომლითაც სომხეთს შეეძლო მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილთან ხმელეთით დაკავშირება, სადაც ახლა კომპაქტურად ცხოვრობს სომხური მოსახლეობა

ახლა ე.წ. ლაჩინის კორიდორი გადასულია სხვა გზაზე, რომელსაც რუსი სამშვიდობო კონტიგენტი აკონტროლებს. ამ თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა.

- სავარაუდოდ, რა გაგრძელება ექნება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებას?

- 15-16 სექტემბერს ქალაქ სამარყანდში შანხაის ორგანიზაციის სამიტი გაიმართება. სომხეთის პრემიერი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიწვეულია არიან ამ სამიტზე. ჩემი ინფორმაციით, ორივეს თანხმობა აქვს ნათქვამი ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

მიჭირს იმაზე საუბარი, სამხედრო თვალსაზრისით როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ, არ გამოვრიცხავ სამარყანდში მიმდინარე სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერს შორის შედგება შეხვედრა. თუ რა თქმა უნდა, მათ შანხაის სამიტზე წასვლა არ გადაიფიქრეს.

15-16 სექტემბერს ქალაქ სამარყანდში შანხაის ორგანიზაციის სამიტი გაიმართება... არ გამოვრიცხავ სამარყანდში მიმდინარე სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერს შორის შედგება შეხვედრა... სხვათა შორის, სამარყანდში შანხაის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები პუტინი და ერდოღანი

სხვათა შორის, სამარყანდში შანხაის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები პუტინი და ერდოღანი. იმის თქმა მინდა, რომ სამარყანდში იქნებიან ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებზეც ბევრადაა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მომავალში აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების პროცესი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა