ლუგანსკის გუბერნატორი - ქალაქი კრემინა რუსებისგან სრულიად ცარიელია, იქ ფრიალებს პარტიზანების მიერ აღმართული უკრაინის დროშა

ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ ქალაქი კრემინა რუსებისგან მთლიანად თავისუფალია.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქში ჯერჯერობით არ შესულან.

სერჰი გაიდაიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები ამჟამად აკვირდებიან ქალაქ ლიმანში არსებულ ვითარებას, რომელიც რეგიონის საკვანძო ქალაქს წარმოადგენს.

„ლუგანსკის ოლქის ფართომასშტაბიანი დეოკუპაცია დაიწყება კრემინადან და სვატოვიდან, რუსებმა უკვე დაიწყეს აღჭურვილობის მიზიდვა ამ ქალაქებთან. დღეს კრემინა სრულიად ცარიელია - რუსეთის არმიამ ქალაქი დატოვა. იქ ფრიალებს პარტიზანების მიერ აღმართული უკრაინის დროშა”, - აცხადებს გაიდაი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო