ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეშფოთებულია, რომ რუსეთი შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია იმის გამო, რომ უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, რუსეთი შესაძლოა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ბლინკენმა მხარეებს „საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.

„ცდილობს თუ არა რუსეთი რაიმე ფორმით განზრახ დაპირისპირების გამოწვევას უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, ეს ისაა, რაც ჩვენ ყოველთვის გვაშფოთებს“ , - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტს.

მანვე დასძინა, რომ რუსეთს ასევე შეუძლია რეგიონში თავისი გავლენა გამოიყენოს და მშვიდობის აღდგენაში დაეხმაროს.

შეგახსენებთ, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები კონფლიქტსა და ზარალზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა