კახა კალაძე - როცა ვეტოსთან დაკავშირებით არანაირი დასაბუთება არ არსებობს, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რატომ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი

პრეზიდენტს აბსოლუტური უფლება გააჩნია, ამა თუ იმ კანონს ვეტო დაადოს, მაგრამ ამას ახსნა უნდა ჰქონდეს - როდესაც არანაირი დასაბუთება არ არსებობს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შორის დაპირისპირება არა, მაგრამ შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება იყოს.

„დაპირისპირება არა, შეიძლება გარკვეული უთანხმოება იყოს გარკვეულ საკითხებზე. პრეზიდენტს შეუძლია, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს, ამა თუ იმ კანონს ვეტო დაადოს, მაგრამ ამას ახსნა უნდა ჰქონდეს. უნდა ჰქონდეს გარკვეული საფუძველი იმისა, თუ რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას. როდესაც არანაირი საფუძველი, არანაირი შენიშვნა, არანაირი დასაბუთება არ არსებობს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ე.წ. მოსმენების კანონს, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა.

პრეზიდენტი კანონმდებლებს მოქმედი კანონის უცვლელი სახით დატოვებას სთავაზობდა. პრეზიდენტის შეფასებით, მმართველი გუნდის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს აუარესებს. სალომე ზურაბიშვილი აქცენტს იმაზეც აკეთებდა, რომ კანონის მიღების პროცესი საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე წარიმართა. პრეზიდენტი პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში იმასაც აღნიშნავდა, რომ დღეს როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესს გადაწყვეტილებას ელის, პარლამენტის მიერ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონი წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის და პროცესს აფერხებს. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 7 ივნისს დაამტკიცა. მიღებული კანონპროექტით, სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი იზრდება, რომელთა მიმართებაშიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები. გარდა ამისა, მიღებული ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, განუსაზღვრელი დროით შეიძლება გადავადდეს.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი