ვოლოდიმირ ზელენსკი იზიუმში - ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას, დღეს, ზემოთ ახედვისას მხოლოდ ერთს ვეძებთ - ჩვენ სახელმწიფო დროშას - ეს ნიშნავს, რომ გმირები აქ არიან, მტერი წავიდა, გაიქცა

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ხალხის, ჩვენი გულების, შვილების და მომავლის გადარჩენისთვის, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს დეოკუპირებული იზიუმიდან მიმართა, სადაც მან უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

„ბოლო თვეები ძალიან რთული იყო თქვენთვის, ამიტომ გთხოვთ: გაუფრთხილდით საკუთარ თავს, თქვენ ხართ ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერცერთი ოკუპანტი ვერ შეძლებს უკრაინელების გულების დაპყრობას.

„ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია ალბათ, შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი ხალხის, უკრაინელი ხალხის ოკუპაცია ნამდვილად შეუძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დღეს, როდესაც დამცველები უკრაინის მიწებს ოკუპანტებისგან ათავისუფლებენ, უკრაინის დროშა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას, მზეს, დღეს კი, ზემოთ ახედვისას, ჩვენ და განსაკუთრებით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი მხოლოდ ერთს ვეძებთ - ჩვენ სახელმწიფო დროშას. ეს ნიშნავს. რომ გმირები აქ არიან, ეს ნიშნავს, რომ მტერი წავიდა, გაიქცა“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა