ევროკავშირი უკრაინაში შეჭრისთვის პასუხისმგებელი რუსეთის 1 206 მოქალაქისა და 108 იურიდიული პირისთვის სანქციებს ნახევარი წლით ახანგრძლივებს

ევროკავშირი უკრაინაში შეჭრისთვის პასუხისმგებელი რუსეთის 1 206 მოქალაქისა და 108 იურიდიული პირისთვის სანქციებს ნახევარი წლით ახანგრძლივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

„საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება დამატებით ექვსი თვით, 2023 წლის 15 მარტამდე, გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომების ხანგრძლივობა მათთვის, ვინც პასუხს აგებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვისთვის ან საფრთხის შექმნისთვის“, - წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

არსებული შემაკავებელი ზომები ითვალისწინებს სამოგზაურო შეზღუდვებს ფიზიკური პირებისთვის, აქტივების გაყინვას და ფონდებსა ან სხვა ეკონომიკური რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.

„ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაცული უნდა იყოს. რუსეთი, ბელარუსი და ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე, პასუხს აგებს თავიანთ ქმედებებზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - წერია განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს