ლუგანსკის გუბერნატორი - რუსები სვატოვო-ტროიცკოე-კრემენაიას მიმართულებით თავდაცვისთვის ემზადებიან

ლუგანსკის გუბერნატორი - რუსები სვატოვო-ტროიცკოე-კრემენაიას მიმართულებით თავდაცვისთვის ემზადებიან

რუსული ძალები ფრონტის სვატოვო-ტროიცკოე-კრემენაიას მონაკვეთზე თავდაცვას აძლიერებენ, - ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

„ლუგანსკის ოლქში რუსები თავდაცვისთვის ემზადებიან, ისეთი მოულოდნელობა აღარ იქნება, როგორც ხარკოვის ოლქში. ისინი აგროვებენ ჯარებს სვატოვოში, ტროიცკოეში და ემზადებიან თავდაცვისთვის“, - განაცხადა მან.

ლუგანსკის გუბერნატორის თქმით, მოწინააღმდეგე ამჟამად რეზერვების შესაქმნელად ძალების დეფიციტს განიცდის.

”რუსებისთვის სიტუაცია გაუარესდა. ისინი აღარ აკონტროლებენ იზიუმს. მათ ესმით, რომ ლიმანის შემდეგ, იქნება სვატოვო - ტროიცკოე - კრემენაია, ისინი აგებენ დამცავ ნაგებობებს“, -აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, ხარკოვის, ხერსონის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მძიმე ბრძოლები გრძელდება.