მედია - ხარკოვში ოკუპანტებს ხუთი ბავშვი სარდაფში ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი

მედია - ხარკოვში ოკუპანტებს ხუთი ბავშვი სარდაფში ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი

ხარკოვის ოლქში ხუთი მოზარდი გაათავისუფლეს, რომლებიც რუს ოკუპანტებს სარდაფში ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბავშვები სარდაფში „ფილტრაციის ზომების“ მიღების შემდეგ გამოკეტეს.

„როგორც გაირკვა, ოთხი გოგონა და ერთი ბიჭი 7 დღე სარდაფში იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ოკუპანტებმა „ფილტრაციის ზომების“ განხორციელების შემდეგ სარდაფში ჩაკეტეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 სექტემბრის დილის მონაცემებით, უკრაინელებმა ოკუპაციისგან ხარკოვის ოლქის 400 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.