სოსო გოგაშვილი - საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შეიტყობთ, როგორ ახდენს სუს-ი კომპრომატებით ადამიანების გადმობირებას, რის შედეგადაც კინტოები ხდებიან დეპუტატები

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე "ლელოს" ინიციატივას ეხმაურება.

როგორც გოგაშვილი წერს, კომისიის ფარგლებში შეიტყობენ, როგორ ახდენს სუს-ი კომპრომატებით ადამიანების გადმობირებას, რის შედეგადაც კინტოები ხდებიან დეპუტატები.

გოგაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მშვიდობა მეგობრებო. საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებთ. მე ვიყავი ამ ბინძური სისტემის ნაწილი ერთ-ერთ უმაღლეს პოზიციაზე და რა თქმა უნდა არ გავურბივარ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. ჩემი მიზანი ამ ბინძური კრიმინალური სისტემის მხილება და დაშლაა. ამას დაკავებამდეც ვაკეთებდი და კიდევ გავაგრძელებ. ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ „ეფესბეს“ გენერლებთან შეხვედრა არის მთლიანი სურათის მცირედი ნაწილი. რაშისტული ოცნება არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება. დანაშაული არის სისტემური და ყოვლისმომცველი. ადამიანის უფლებების დარღვევა, არჩევნების გაყალბება, რეკეტი, შავი სალარო და ფინანსები, კონტრაბანდა, რუსებთან ფარული დანაშაულებრივი კავშირი, უკანონო თვალთვალი პოლიტიკოსებზე, დიპლომატებზე, მედიაზე, სასულიერო პირებზე, სასამართლო და სხვა ინსტიტუტების მიტაცება, ადამიანების გატაცება დასჯის მიზნით, სუსის მიერ 5 ივლისს ჟურნალისტების დასჯა.... ეს ყველაფერი სრულად აჩვენებს „ოცნების“ რეალურ სახეს. სწორედ ესაა ჩემი მიზანი, რომ ხალხმა დაინახოს ეს. თუ საგამოძიებო კომისია ამ მიზნის მიღწევაში წვლილს შეიტანს, მე მზად ვარ და მადლობა ამისთვის.

p.s. ამ კომისიის ფარგლებში ასევე შეიტყობთ, როგორ ახდენს სუს-ი კომპრომატებით ადამიანების გადმობირებას, რის შედეგადაც კინტოები ხდებიან დეპუტატები“,- წერს სოსო გოგაშვილი.

ცნობისათვის, "ლელო" საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის კავშირების დასადგენად საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. „ლელოს“ ცნობით, წინასწარი კონსულტაციების შედეგად, საგამოძიებო კომისიის შექმნას ჯამში 53 დეპუტატი უჭერს მხარს, რაც მისი შექმნისთვის საკმარისია. ცნობილია, რომ ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მხარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"," სტრატეგია აღმშენებელი", პარტია "საქართველოსთვის", "გირჩი" და დამოუკიდებელი დეპუტატები დაუჭერენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა