უახლოეს მომავალში უკრაინა მოკავშირეებისგან დამატებით 13.5 მილიარდ აშშ დოლარს მიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა Financial Times-თან საუბარში განაცხადა.
ინფორმაცია მთავრობის მეთაურის ოფიციალური "ტელეგრამ" არხზე ვრცელდება.
„ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინამ მოკავშირეებისგან 17.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, რომლიდანაც ნახევარი - საგრანტო სახსრებია. უახლოეს მომავალში ველოდებით დამატებით 13.5 მილიარდი აშშ დოლარის მიღებას“, - აღნიშნა შმიგალმა.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) განაცხადა უკრაინისთვის 1.4 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი ტრანშის გამოყოფაზე. ასევე არსებობს სსფ-სთან თანამშრომლობის გაგრძელების შეთანხმება მომავალ წელს ახალი სპეციალური პროგრამის დაწყებაზე.
„ევროპის საინვესტიციო ბაკმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება 500 მილიონი ევროს ოდენობის პირველი ტრანშის გამოყოფაზე. მთლიანობაში, დახმარების ოდენობა იქნება 1.59 მილიარდი ევრო. ჩვენ ველოდებით დამატებით 8 მილიარდ ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას ევროკავშირისგან. დღეს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს გამოყოფას. წლის ბოლომდე უკრაინისთვის დამატებითი 4.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფა შეერთებულმა შტატებმაც გამოაცხადა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.