გაეროს ატომური ენერგიის სააგენტომ რეზოლუცია მიიღო და რუსეთს მოუწოდებს, დატოვოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგური

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთს მოუწოდებს, დატოვოს უკრაინის ზაპოროჟიეს ელექტროსადგური.

რეზოლუციის ტექსტზე 35 ქვეყანა საგენტოს შეხვედრაზე შეთანხმდა, რითაც სახელმწიფოები ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებენ, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და ნებისმიერ სხვა ბირთვულ ობიექტზე ყველა ქმედება“.

რეზოლუცია 26 ხმით მიიღეს. ორი - რუსეთი და ჩინეთი - წინააღმდეგი იყვნენ, შვიდმა კი თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ცოტა ხნის წინ დაადგინა, ელექტროსადგურის "ფიზიკური მთლიანობა" დაირღვა მის მიმდებარედ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო