ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს, გერმანიას, იტალიას, საფრანგეთსა და ისრაელს მოუწოდა, უკრინა საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს, გერმანიას, იტალიას, საფრანგეთსა და ისრაელს მოუწოდა, მისი ქვეყანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყონ.

უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნულის შესახებ კიევში, ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აშშ-ს გარდა, ჩვენ საფრანგეთთან, იტალიასთან, გერმანიასთან და ისრაელთან ვსაუბრობთ, თუმცა ამ უკანასკნელისგან [ისრაელის] მხრიდან დადებითი რეაქცია არ მიგვიღია. ბევრი ქვეყანა არაა, რომელსაც შეუძლია ჩვენთვის გარანტიის მოცემა საჰაერო თავდაცვის კუთხით. ეს საკითხი ამ ხუთი ქვეყნის ფარგლებში უნდა გადაწყდეს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, პრესკონფერენციის დროს, ზელენსკიმ მეტი იარაღიც ითხოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა