უკრაინის გენერალური შტაბი - რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე 33 სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე 33 სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რამაც დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ხარკოვისა და მიკოლაივის ოლქებში 20-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დააზიანა.

გენერალურმა შტაბმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსული ძალები ყურადღებას დონეცკის ოლქის სრულად ოკუპაციაზე ამახვილებენ.

„უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება“, - დასძენს გენერალური შტაბი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს