რომის პაპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე - ეს შეიძლება იყოს მორალური - თავდაცვა არა მხოლოდ კანონიერი, არამედ სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა

პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მორალურად ლეგიტიმურია, რომ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად ქვეყნებმა უკრაინას იარაღი მიაწოდონ.

პონტიფიკოსმა კომენტარი ყაზახეთში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იყოს მორალური, მორალურად მისაღები, თუ ეს მორალის პირობებში მიიღება. თავდაცვა არა მხოლოდ კანონიერი, არამედ სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა. ვინც რაღაცას არ იცავს, ის არ უყვარს. ისინი,ვინც იცავენ რაღაცას, ის უყვართ“,- აღნიშნა მან.

პონტიფიკოსის თქმით, სხვა ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება, შეიძლება ამორალური იყოს, თუ განზრახვა მეტი ომის პროვოცირებაა, ან იარაღის გაყიდვა ან გადაყრა, რომელიც ქვეყანას აღარ სჭირდება.

ამასთან, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ოფიციალურ კიევს მოუწოდა, ღია იყოს საბოლოო დიალოგისთვის.

პაპმა დასძინა, რომ „ყოველთვის რთულია დიალოგის გაგება ქვეყნებთან, რომლებმაც ომი დაიწყეს…"

"რთულია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს უარყოფილი”,- დასძინა პაპმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს