ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორისტულმა სახელმწიფომ ჩვენს წინააღმდეგ უკვე 3800-ზე მეტი სხვადასხვა რაკეტა გამოიყენა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 3800-ზე მეტი სხვადასხვა რაკეტა გამოიყენა, თუმცა რაკეტების გამოყენებით რუსეთი თავის მიზანს ვერ მიაღწევს.
„ტერორისტულმა სახელმწიფომ ჩვენს წინააღმდეგ უკვე გამოიყენა 3800-ზე მეტი სხვადასხვა რაკეტა. მაგრამ ვერცერთი რაკეტა რუსეთს მიზანთან ვერ მიაახლოებს - უკრაინის დამორჩილება არ მოხდება და ყოველი რაკეტა რუსეთს უფრო დიდ საერთაშორისო იზოლაციასთან, უფრო დიდ ეკონომიკურ დეგრადაციასთან და კიდევ უფრო მკაფიო ისტორიულ დაგმობასთან აახლოებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხარკოვის ოლქში, იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სასაფლაოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭირო პროცედურები დაწყებულია და დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„გვინდა, მსოფლიომ იცოდეს, რა ხდება რეალურად და რამ გამოიწვია რუსეთის ოკუპაცია. ბუჩა, მარიუპოლი, ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი. რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს და ამაზე პასუხი უნდა აგოს. მსოფლიომ რუსეთს პასუხი უნდა აგებინოს ამ ომისთვის. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

























