უკრაინელებმა სამხრეთით 70-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 70-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.

“ჩვენმა ავიაციამ 9 დარტყმა მიაყენა, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი 330-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა შეასრულეს ბერისლავის ტერიტორიაზე მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის საცავების წინააღმდეგ ასევე, კახოვკას ხიდთან, დარიევკას მახლობლად მდებარე ხუთი პონტონური გადასასვლელის გასწვრივ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარდლობაში აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია 71 ოკუპანტი და 27 ერთეული საბრძოლო აღჭურვილობა.

„მტრის არმია შემცირდა 71 რაშისტით, 27 ერთეული იარაღითა და აღჭურვილობით, მათ შორისს 5 ტანკი, 14 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა, „გრადის“ ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 2 Msta-B ტიპის ჰაუბიცა, ორი 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი და სხვა აღჭურვილობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო