ურსულა ფონ დერ ლაიენი - თუ უკრაინა ამბობს, რომ ტანკები სჭირდება, უნდა მივაწოდოთ - მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა წააგოს ეს ომი, პასუხი აგოს თავისი ქმედებებისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინას ყველა საჭირო იარაღი უნდა მიეწოდოს.

„თუ ისინი ამბობენ, რომ სჭირდებათ საბრძოლო ტანკები, მაშინ ჩვენ ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ და მივაწოდოთ. უკრაინამ ზუსტად იცის, რა სჭირდება ადამიანების სიცოცხლისა და თავის დასაცავად. მომხრე ვარ, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა მიაწოდონ ის, რაც რეალურად სჭირდება უკრაინას. უკრაინელები ამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ დაიცვან თავი, თუ ექნებათ შესაბამისი სამხედრო საშუალებები“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა BILD TV-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინელები მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ იბრძვიან და დემოკრატიის გამარჯვება აუცილებელია.

„ისინი ჩვენთვის, ყველასთვის იბრძვიან. დემოკრატიის გამარჯვება აუცილებელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მიიღოს ყველა საჭირო იარაღი“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და პუტინი დამარცხდება.

„მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და პუტინმა უნდა წააგოს, რადგან უკრაინას უზარმაზარი მოტივაცია აქვს. მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა წააგოს ეს ომი, პასუხი აგოს თავისი ქმედებებისთვის“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოს არ ეშინია და არ დაემორჩილება პუტინის ბირთვულ შანტაჟს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო