უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობა - რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ცრუ დროშის“ ომის დანაშაულს ამზადებენ

უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობა - რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ცრუ დროშის“ ომის დანაშაულს ამზადებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, დამპყრობლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ცრუ დროშის ქვეშ“ ომის დანაშაულს ამზადებენ. სამხრეთის სარდლობა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

„ე.წ. ცრუ დროშის სამხედრო დანაშაულის აღსაკვეთად, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ 17 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ყოფნისგან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ცრუ დროშის“ ოპერაცია გულისხმობს პოლიტიკურ ან სხვა სახის ქმედებას, რომლის მიზანი ამ ქმედების განხორციელებაში მოწინააღმდეგის დადანაშაულებაა.