უკრაინის დაზვერვა - ხერსონის ოლქში ოკუპანტები მდინარე დნეპრის გადაღმა ადგილობრივი მოსახლეობისგან მოპარული მოტორიანი ნავებით გარბიან

ხერსონის ოლქში ოკუპანტები მდინარე დნეპრის გადაღმა ადგილობრივი მოსახლეობისგან მოპარული მოტორიანი ნავებით გარბიან, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

უკრაინული დაზვერვის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხერსონის ოლქში საოკუპაციო არმიის რამდენიმე ნაწილმა პერსონალის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანის შესახებ მიიღო ბრძანება, რისთვისაც მიმდებარე სოფლებიდან მოპარულ მოტორიან ნავებს იყენებენ. გაცხადებაში ასევე აღწერილია ხერსონის ოლქში რუს ჯარისკაცთა ნაწილის მდგომარეობა, რომელთაც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

„დნეპრის გადაღმა საბორნე გადასასვლელს მახლობლად უიარაღო რაშისტების 10-20 კაციანი რამდენიმე ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სამხედროებმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. შედეგად, ქვედანაყოფების მეთაურებმა ისინი ყველა სახის მომარაგებიდან მოხსნეს, იარაღი ჩამოართვეს და გაუშვეს. ახლა ისინი იძულებულნი არიან ადგილობრივი მოსახლობისგან იმათხოვრონ და სახლში დაბრუნების შესაძლებლობას ეძებენ“, - წერია უკრაინული დაზვერვის განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს