უკრაინული მედია - ხერსონში აფეთქებები მოხდა - ოკუპანტების ადმინისტრაციული შენობის თავზე კვამლი ამოდის

უკრაინული მედია - ხერსონში აფეთქებები მოხდა - ოკუპანტების ადმინისტრაციული შენობის თავზე კვამლი ამოდის

ოკუპირებულ ხერსონში ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქის ცენტრში, „ადმინისტრაციული შენობის“ თავზე სქელი კვამლი ამოდის.

მანამდე, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მიერ ნასროლი რაკეტები ოკუპანტებისა და კოლაბორატორების მიერ დაკავებულ „ადმინისტრაციის“ შენობას მოხვდა.

დარტყმის შედეგად „შრომის სამმართველოს უფროსი“ დაშავდა, მძღოლი კი - გარდაიცვალა.