უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის განცხადებით, კოლაბორანტების უმრავლესობამ, რომლებიც ხარკოვის ტერიტორიაზე მჭიდროდ თანამშრომლობენ მტერთან, დეოკუპაციამდე დატოვეს ოლქი

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის იგორ კლიმენკოს განცხადებით, კოლაბორანტების უმრავლესობამ, რომლებიც ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე მჭიდროდ თანამშრომლობენ მტერთან, დეოკუპაციამდე დატოვეს ოლქი.

კლიმენკომ ასევე აღნიშნა, რომ სხვა პირებზე, მათ შორის ადგილობრივ ჩინოსნებსა და სამართალდამცავებზე, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს შესაბამისი ინფორმაცია, მიმდინარეობს ზედმიწევნითი შემოწმება.

„ძირითადი კოლაბორანტები, რომლებიც წარმოადგენდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს და რომელთაც ხელები სისხლში აქვთ გასვრილი, - ყველა მათგანი რუსეთის ფედერაციაში გადავიდა“, - აღნიშნა უკრაინის პოლიციის უფროსმა.

მისი თქმით, გათავისუფლების შემდეგ ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე დარჩა სოფლების საკრებულოების ხელმძღვანელთა ნაწილი.

„აქ საშიში ისინი კი არ არიან, ვინც რუსულ ტელევიზიას უყურებს, თუმცა ესეც საშიშია, არამედ ისინი, ვინც უშუალოდ თავისი ქმედებებით უბიძგა რუსებს ასეთი დანაშაულების ჩადენისკენ, ვინც ჩვენს სამხედროებზე, ჩვენ პოზიციებზე აწვდიდა ინფორმაციას, ვინც სკოლებში მუშაობას ცდილობდა... ეს ხალხი საშიშია“, - განაცხადა კლიმენკომ.

პოლიციის უფროსმა დაამატა, რომ საოკუპაციო ხელისუფლების ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების ყველა ხელმძღვანელი ან რუსეთში გადავიდა, ან ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“, თუმცა რიგითი თანამშრომლების ნაწილი უკვე დაკავებულია და სასამართლოს წინაშე წარდგება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს